„კიდევ რომ გაუვარდეს ვინმე ხელიდან?“ - ნახეთ ვისზე საუბრობს ნოე სულაბერიძე

© Facebook / Noe Sulaberidzeნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი
ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
ყველასთვის საყვარელი შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მაყურებელს უბრუნდება
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-10 სეზონს ცოტა ხანში მაყურებელი იხილავს, მანამდე კი მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე „ინსტაგრამის“ ხელმომწერებში გამოკითხვას ატარებს, თუ ვინ სურთ იხილონ პროექტში.
ერთ-ერთმა ხელმომწერმა ნოეს მისი კოლეგა, „პრაიმშოუს“ წამყვანი და მომღერალი ანრი ჯოხაძე ურჩია.
„კიდევ რომ გაუვარდეს ვინმე ხელიდან?“ - ასე უპასუხა ნოემ კომენტარის ავტორს და ამით პროექტში მომხდარ ინცინდენტს გაუსვა ხაზი.
ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ბოლოს ახალი სეზონით 2019 წლის 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან. საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი იყვნენ, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ.
„ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0