„მოგიყვანოს დედიკომ ბაია?“ – კახა კალაძის და უმცროსი ვაჟის სახალისო დიალოგი – ვიდეო

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს თბილისის მერი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას უმცროსი ვაჟი ნიკოლა სთხოვს, „ბაია უყიდონ“. ნიკოლა მამასთან ერთად ჟურნალს ათვალიერებს, სადაც ახალშობილებისადმი აღფრთოვანებას გამოხატავს.

„მამიკო, რა პატარაა. როგორ მიყვარს. ეგეთი ბაია მინდა ვიყიდოთ. ჩავაცვამ და რძეს დავალევინებ“ , – ეუბნება ნიკოლა მამას, რომელიც შვილს ეკითხება, უნდა თუ არა დედიკომ ბაია მოუყვანოს, რაზეც ბავშვი დადებითად პასუხობს.

ცნობილ დიზაინერს და ყოფილ ფეხბურთელს ოთხი ვაჟი ჰყავთ, მათგან ყველაზე უმცროსი წყვილს სამი წლის წინ შეეძინა. ანუკი ხშირად ამბობს, რომ გოგონას გაჩენა მისი ოცნება იყო, თუმცა არ აუხდა.
ცოტა ხნის წინ ანუკიმ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს უპასუხა, რომელთაგან უმრავლესობა სწორედ იმას ეხებოდა, აპირებს თუ არა გოგონას გაჩენას დედაქალაქის მერის მეუღლე. ანუკი წერდა, რომ გოგონას დედობა ყოველთვის უნდოდა, თუმცა ის ალბათ მომავალი ოთხი რძლის სიყვარულით დატკბება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიზაინერი მეტი შვილის გაჩენას აღარ გეგმავს.
კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.
ყველა ახალი ამბავი
0