Wizz Air მზადაა ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი ავიარეისები დაამატოს

© Facebook / Wizz AirWizz Air–ის თვითმფრინავი
Wizz Air–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი ავიარეისები დაამატოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
რას მოუტანს საქართველოს Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანიის ტოპ–მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ WizzAir-ის ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და, რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. ავიარეისები კომპანიამ რამდენიმე თვის წინ განაახლა.
Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რეისების შესრულებას იწყებს
ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
ყველა ახალი ამბავი
0