ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ

ციფრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
თუ გინდათ, რომ მუდამ გქონდეთ ფული, წარმატება ცხოვრებაში ფინანსური თვალსაზრისით, გაითვალისწინეთ ციფრების მაგია.
ნუმეროლოგია – ეს არის ციფრების ცოდნა, რაც ცხოვრების მრავალ სფეროში გამოიყენება, მათ შორის – ფულის მოზიდვაში.
იმისთვის, რომ ციფრმა თქვენზე იმუშაოს, ის უნდა დაწეროთ ქაღალდზე და საფულეში ან ჩანთაში შეინახოთ. თქვენ გარდა არავინ უნდა იცოდეს, რომ მაგიური ჩანაწერი არსებობს.
რას ნიშნავს თითოეული ციფრი და როგორ გამოვიყენოთ ის, რომ ფული მოვიზიდოთ:
ერთიანი
ეს დანაკარგისა და ხარჯვის ენერგიაა. არ ისურვოთ თანხა ერთიანით, მაგალითად, 100 ათასი ლარი, ან 1 მილიონი. ეს ნუმეროლოგიის თვალსაზრისით არცთუ იღბლიანი ციფრია. ასევე თუ რამ ნივთისთვის ფასის დადება გინდათ, არ დაადოთ 1, 10 და ა.შ. ლარი. პროდუქტი ძალიან ნელა გაიყიდება და მოგების ნაცვლად ზარალს მოიტანს.
აირჩიეთ თქვენი საყვარელი რიცხვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2019
განსაზღვრეთ თქვენი ბინის ციფრი და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის სახლის ატმოსფეროზე
ორიანი
ორიანიც ასევე არცთუ იღბლიანი ციფრია. ის სიღარიბესა და მსხვერპლს ნიშნავს. ასე რომ, არასდროს გაასესხოთ, მაგალითად, 200 ლარი – მას ან საერთოდ არ დაგიბრუნებენ, ან ძალიან დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. ასევე არ მოითხოვოთ ჰონორარი ციფრი 2-ით.
სამიანი
შესანიშნავი ციფრია. თანხა სამიანით სასარგებლოზე დაიხარჯება. მაგრამ მისი გადადება და შენახვა არც იფიქროთ, მაგალითად, 3 ათასი ლარის, მაგრამ თამამად ჩადეთ ის საქმეში.
ოთხიანი
ეს სტაბილურობის ენერგიაა. თუ თანხას მიიღებთ ციფრით 4, დარწმუნებული იყავით, რომ ის დიდხანს შეგრჩებათ. იმისთვის, რომ ფული კოსმოსური სისწრაფით არ დაგეხარჯოთ, საფულეში ჩადეთ ჩანაწერი ციფრით 4.
ხუთიანი
ხუთიანი რისკისა და სიამოვნების ციფრია. დადეთ ფსონი მასზე, დახარჯეთ ფული ხუთიანით და თქვენი განწყობა გაუმჯობესდება. თუ ფულის მიმართ მოთამაშის აზარტული დამოკიდებულება გსურთ გქონდეთ, მაშინ საფულეში ქაღალდი ჩანაწერით „5“ უნდა შეინახოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2019
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ექვსიანი
ციფრი 6 მოიზიდავს ფულს, რომელიც აუცილებელია თქვენთვის. არაფერი ზედმეტი, მაგრამ არც შიმშილით მოკვდებით. თუ შემოსავლების გაზრდა გსურთ, ამ ციფრს ნუ გამოიყენებთ.
შვიდიანი
მატერიალური შემოსავლების თვალსაზრისით იღბლიანი ციფრი არ არის. შვიდიანი გვაიძულებს გამოვემშვიდობოთ დაგროვებულ თანხას, თან უკან დაბრუნების ყოველგვარი იმედის გარეშე. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ შვიდიანზე „ჩახვალთ ფსონს".
რვიანი
ეს ციფრი საოცარ შესაძლებლობებს იზიდავს. თუ ნამდვილად გსურთ უზარმაზარ თანხებს შეეჭიდოთ, შორეულ პერსპექტივებზე გათვალოთ, აირჩიეთ რვიანი და ის ყველგან შემოხაზეთ.
ცხრიანი
ცხრიანი საჩუქრებს იზიდავს. თუ გსურთ გარკვეული თანხა მიიღოთ საჩუქრად, საფულეში ჩადეთ ჩანაწერი ციფრით „9“ – ამან უნდა იმუშაოს.
ყველა ახალი ამბავი
0