როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი მეორე შვილის, ლილიბეტის დედა გახდა. ფეხმძიმობის პერიოდში მან წონაში მოიმატა, თუმცა ამაზე არ უდარდია, რადგან პირველი შვილის, არჩის გაჩენის შემდეგ ძალიან მალე მოახერხა ფორმაში ჩადგომა, ამისთვის კი რამდენიმე პროდუქტს იყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდება, ფაქტი ერთია – ის ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ჰერცოგინია წონაში მხოლოდ ორსულობისას იმატებს, თუმცა სასურველ ფორმას ყოველთვის სწრაფად იბრუნებს. კამერების წინ ბოლოდროინდელი გამოჩენის შემდეგ ტაბლოიდები წერენ, რომ მეგანი მშობიარობის შემდეგ აქტიურად ცდილობს წონაში დაკლებას და ამ მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
მეგან მარკლი 40 წლის გახდა – ნახეთ რა აჩუქა პრინცმა ჰარიმ
როგორც არაერთი გამოცემა წერს, მეგან მარკლის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. ეს, როგორც უკვე ბევრმა კარგად იცის, აღვიძებს ორგანიზმს და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესებს. ამას მოჰყვება საყვარელი შვრიის საუზმე, ჩვეულებრივ, ნუშის და სოიოს რძით, ხოლო შაქრის შემცვლელად მეგანი ბანანს ან აგავის წვენს იყენებს.
გარდა ამისა, ჰერცოგინია ხშირად მიირთმევს ომლეტს ყველითა და მწვანილებით. მეგან მარკლი უპირატესობას ანიჭებს სრულყოფილ ლანჩსა და მსუბუქ ვახშამს. მან ადრე განმარტა, რომ კვირის განმავლობაში ცდილობს მიირთვას ვეგანური და უგლუტეინო საკვები, რათა შაბათ-კვირას თავს უფლება მისცეს, ჭამოს ის, რაც მოესურვება.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
პრინცი ჰარი მეგან მარკლს კადრში „შეუვარდა“ – სახალისო ვიდეო
Best Health-თან საუბრისას კი მან განმარტა, რომ დიეტას არ იცავს და ცდილობს სწორი და დაბალანსებული კვება ცხოვრების წესად აქციოს. ჰერცოგინიამ თქვა, რომ სადილის შემდეგ ის სვამს მწვანე (მწვანილების) წვენს და უარს ამბობს ყავაზე, მას კი ისეთი პროდუქტებით ანაცვლებს, როგორებიცაა, ვაშლი, კომბოსტო, ლიმონი ან ჯანჯაფილი. მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი კარგი მზარეულია და ოჯახურ ვახშამსაც ხშირად აწყობს, ახერხებს იკვებოს დაბალანსებულად და ყოველთვის შეინარჩუნოს სასურველი ფორმა.
ყველა ახალი ამბავი
0