მატილდა გვარლიანის ცეცხლოვანი ფოტოსესია იტალიური ჟურნალისთვის – ფოტოები

© Facebook / Mathilda Mariam Gvarlianiმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ახალბედა მოდელის სურათები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მატილდას ბუნებრივი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს.
წარმატებული ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო პრესტიჟულ გამოცემასთან თანამშრომლობას. ახლახან ის იტალიური Marie Claire-ის ახალი ნომრისთვის გადაიღეს. ფოტოსესიაში მატილდა არაჩვეულებრივია.
ქართველი მოდელი მსოფლიო ბრენდების სარეკლამო კამპანიებსა თუ პოდიუმებში მონაწილეობს. ბოლო პერიოდში ის Red Valentino-ს ვიდეორეკლამაშიც ვიხილეთ.
თანატოლ მოდელებს შორის მატილდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. გოგონა 18 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. მათ შორის არის რამდენიმე ქართული და რამდენიმე უცხოური წამყვანი მოდის სახლი. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით.
შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანს ყურადღების მიღმა დარჩეს. ამიტომ მის თითოეულ ახალ პოსტს თუ მორიგ სატელევიზიო ინტერვიუს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ბოლო პერიოდში მატილდა მეტად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა 111 ათასს აჭარბებს.
თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები სიამოვნებით თანამშრომლობენ ქართველ თინეიჯერ გოგონასთან, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს. ქართული მოდის ახალი სახე Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობაზე ოცნებობს. კრიტიკოსების აზრით, მატილდას ყველა შანსი აქვს.
პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა. მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0