https://sputnik-georgia.com/20210826/eliavas-bazrobis-ganvitarebis-proeqti-kalaze-258623551.html
რას ითვალისწინებს ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტი: თბილისის მერის განმარტება
რას ითვალისწინებს ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტი: თბილისის მერის განმარტება
Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობის რეაბილიტაცია გაითვალიწინებს ქალაქის განვითარების ერთიან ხედვას, მოსახლეობისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს.
2021-08-26T12:43+0400
2021-08-26T12:43+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/11/238821151_0:108:2000:1233_1920x0_80_0_0_0afe910d05d65b9e6c080787e2bc0e3e.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ე.წ. ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელიავას ბაზრობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა, სადაც მრავალი მეწარმე არის ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული, მისი ვიზუალური მხარე, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელი თბილისის, ზოგადად, თანამედროვე სტანდარტებს.როგორც მერმა განმარტა, ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება.ე.წ. ელიავას ბაზრობა, რომელსაც 15,5 ჰა ფართობი უკავია, არაერთხელ გამხდარა თბილისის მთავრობისა და მოსახლეობის კრიტიკის საგანი – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, ბევრი სამშენებლო მასალა ღია სახით იყიდება და გარემოს აბინძურებს. ცალკე პრობლემაა, რომ ბაზრობა, რომელიც ასეთ პირობებში ფუნქციონირებს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს.ელიავას ბაზრობა თბილისის ცენტრში 1995 წელს გაჩნდა. დღეს იგი წარმოადგენს მაღაზიებისა და სავაჭრო დახლების ერთობლიობას, სადაც ძირითადად სხვადასხვა დასახელებისა და წარმოების სამშენებლო პროდუქცია იყიდება.2019 წლის მონაცემებით, ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, სავაჭრო წერტილების მესაკუთრე კი დაახლოებით 150 იურიდიული და ფიზიკური პირია.ელიავას ბაზრობის სავაჭრო ობიექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ ლარი შედის, რაც საერთო საგადასახადო შემოსულობების დაახლოებით 1,5%-ია.
https://sputnik-georgia.com/20200520/----------248536242.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/11/238821151_106:0:1894:1341_1920x0_80_0_0_93017f861c568df9bbcc0cc1a930acae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ელიავას ბაზრობა კალაძე მერია თბილისი
ელიავას ბაზრობა კალაძე მერია თბილისი
რას ითვალისწინებს ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტი: თბილისის მერის განმარტება
12:43 26.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) როგორც მერმა აღნიშნა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგებისა და განვითარების პროექტს კერძო სექტორი თავად განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ე.წ. ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს,
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელიავას ბაზრობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა, სადაც მრავალი მეწარმე არის ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული, მისი ვიზუალური მხარე, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელი თბილისის, ზოგადად, თანამედროვე სტანდარტებს.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ჩვენ ძირითადი კონცეფცია მათთან შეთანხმებით შევადგინეთ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა განმარტა, ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
ე.წ. ელიავას ბაზრობა, რომელსაც 15,5 ჰა ფართობი უკავია, არაერთხელ გამხდარა თბილისის მთავრობისა და მოსახლეობის კრიტიკის საგანი – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, ბევრი სამშენებლო მასალა ღია სახით იყიდება და გარემოს აბინძურებს. ცალკე პრობლემაა, რომ ბაზრობა, რომელიც ასეთ პირობებში ფუნქციონირებს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ელიავას ბაზრობა თბილისის ცენტრში 1995 წელს გაჩნდა. დღეს იგი წარმოადგენს მაღაზიებისა და სავაჭრო დახლების ერთობლიობას, სადაც ძირითადად სხვადასხვა დასახელებისა და წარმოების სამშენებლო პროდუქცია იყიდება.
2019 წლის მონაცემებით, ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, სავაჭრო წერტილების მესაკუთრე კი დაახლოებით 150 იურიდიული და ფიზიკური პირია.
ელიავას ბაზრობის სავაჭრო ობიექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ ლარი შედის, რაც საერთო საგადასახადო შემოსულობების დაახლოებით 1,5%-ია.