გამეორება რთული იქნება: რუსეთის ელჩმა ბრიტანეთი გააფრთხილა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საელჩო ლონდონში
რუსეთის საელჩო ლონდონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ჯერზე ბრიტანულ ხომალდს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეღწევა გაუჭირდება, იუწყება BBC.
ნაღმმზიდი Defender  - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ლონდონი უკან არ იხევს: ბრიტანული ხომალდები კვლავაც შევლენ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში
რუსი დიპლომატი სტუმრად იყო გადაცემაში HARDtalk, სადაც ის მიმდინარე წლის 23 ივნისს მომხდარ ინციდენტსაც შეეხო ბრიტანული ხომალდ Defender-ის მონაწილეობით.
კელინის თქმით, ბრიტანული ხომალდი რუსეთის წყლებში გაუფრთხილებლად შევიდა, რაც მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც უნდა ეცნობებინა, მან „არ დაიცვა რუსეთის კანონები და წესები, რომელთა დაცვასაც საზღვაო კონვენცია ავალდებულებდა“.
ელჩის აზრით, ეს იყო არა ხომალდის მშვიდობიანი გავლა, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, „არამედ იყო იმის დემონსტრაცია, რომ ეს უკრაინის წყლებია, რაც სრულებით არ შეესაბამება სინამდვილეს“.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ შეგვიძლია ცეცხლი გავხსნათ, მაგრამ მომდევნო ჯერზე [ბრიტანეთის ხელისუფლება] ბევრად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან ეს უკვე აღარ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანული ხომალდი ასე მოიქცევა“, – აღნიშნა ელჩმა.

23 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. ბრიტანულ ეკიპაჟს გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე.
ბრიტანული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„კურსი შეგნებულად შეირჩა“: BBC-ს თვითმხილველმა ჟურნალისტმა შავი ზღვის ინციდენტი აღწერა
ვლადიმირ პუტინმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, რომელშიც ბრიტანელებთან ერთად ამერიკელებიც მონაწილეობდნენ, და თქვა, რომ ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ასეთი პროვოკაცია დასავლეთს ყირიმელებისთვის იმის საჩვენებლად ესაჭიროებოდა, რომ მათ აზრს პატივს არ სცემს.
ყველა ახალი ამბავი
0