საქართველოში მიწისძვრა მოხდა

© AP Photo / IRWIN FEDRIANSYAH სეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან 3–4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ქალაქ ნინოწმინდიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:31 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში იყო.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე. ყველაზე მძლავრი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 16 აგვისტოს მოხდა. 17 აგვისტოს ამ ადგილზე ხუთი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0