ისრაელი ირანის წინააღმდეგ არაბულ კოალიციას შექმნის

© Pixabay / RayMarkისრაელის დროშა
ისრაელის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ისრაელის პრემიერი ვაშინგტონს ეწვევა და ჯო ბაიდენს გეგმას პირადად წარუდგენს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გაზეთ The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ გეგმავს იმ არაბული ქვეყნების კოალიციის ჩამოყალიბებას, რომლებსაც რეგიონში ირანის გავლენის შესუსტება სურთ.
ნაფტალი ბენეტის თქმით, თავის სტრატეგიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირადად წარუდგენს.

„ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რითიც ვართ დაკავებული − არაბული ქვეყნების რეგიონული კოალიციის შექმნაა, რომლებიც ჩვენთან ერთად გაუწევენ წინააღმდეგობას და დაბლოკავენ ამ ექსპანსიას“, − აღნიშნა მან.

ამასთან პრემიერს გეგმის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ნაფტალი ბენეტი შეერთებულ შტატებს 25-26 აგვისტოს ეწვევა.
მანამდე, 6 აგვისტოს ირანმა კატეგორიულად უარყო ტანკერ Mercer Street-ზე თავდასხმა არაბეთის ზღვაში, რაშიც მას ისრაელმა დასდო ბრალი. თავის მხრივ, ირანის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ზახრა ერშადიმ ისრაელი სირიასა და ლიბანზე შეტევასა და ბირთვული იარაღის ფლობაში დაადანაშაულა.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
„სანამ პრეზიდენტი ვარ“: ბაიდენმა ირანის ბირთვულ იარაღზე კომენტარი გააკეთა
ტანკერ Mercer Street-ის ინციდენტი 30 ივლისის ღამით მოხდა ომანის სანაპიროდან დაახლოებით 280 კმ დაშორებით. შეტევას დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის მოქალაქეეები ემსხვერპლნენ. დასავლეთის ქვეყნებმა ირანი თავდასხმასთან კავშირში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ დიდ ბრიტანეთთან, ისრაელთან და რუმინეთთან ერთად ამზადებს კოლექტიურ პასუხს ირანის წინააღმდეგ ტანკერზე თავდასხმის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0