უკრაინა: კრიზისის იუბილე

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYკიევი, საკონსტიტუციო სასამართლო
კიევი, საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
როსტისლავ იშჩენკო, საერთაშორისო მიმომხილველი Sputnik-სთვის
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში დაიწყო უკრაინული კრიზისი და არა 2014 ან 2004 წელს, როგორც არის მიჩნეული.
ჯერ კიდევ მაშინ საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ფარისევლურად აცხადებდა, რომ გეგმავდა თანამედროვე სახელმწიფოს აშენებას, რომელიც მოქალაქეობის პრინციპზე იქნებოდა დაფუძნებული, სინამდვილეში კი ეთნიკური ქიმერის შექმნის გზას დაადგა. ამ არჩევანმა ყველა შემდგომი პრობლემა განაპირობა.
ლატვიისა და ესტონეთისგან განსხვავებით, რომლებმაც იმთავითვე შემოიღეს ადგილობრივი რუსული სათვისტომოების წინააღმდეგ მიმართული არამოქალაქეთა ინსტიტუტი, უკრაინელმა ნაციონალისტებმა ზეწოლა თანდათანობით გააძლიერეს.
უკრაინელი ნაციოანლისტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოსაზრება: ძალადობრივი უკრაინიზაცია სამართლის თვალსაზრისით
ამიტომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, რომლებმაც ჩამოყალიბების მომენტში შედარებით სუსტი პოლიტიკური კრიზისი გადაიტანეს, შეძლეს ადგილობრივი რუსების წინააღმდეგობის ყოველგვარი შესაძლებლობის საფუძველში ამოძირკვა ხანგრძლივი პერსპექტივით.
90-იანების დასაწყისში რუსეთი დასუსტებული იყო პოლიტიკურად, არამიმზიდველი ეკონომიკურად, და ბალტიისპირეთში მცხოვრები რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი ირჩევდა ნებისმიერ ფასად ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ის კი, ვინც იქ თავს ცუდად გრძნობდა, რუსეთში გადაბარგდა. ამგვარად, რუსული სათვისტომო ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში იშლებოდა, ხოლო ძალებმა, რომლებიც მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ, მარგინალიზაცია განიცადეს.

თავდაპირველად რუსებზე

უკრაინაში სხვა გზა აირჩიეს. კანონმდებლობით რუსების უფლებები დიდხანს არ ილახებოდა. უკრაინიზაცია მცოცავი მეთოდით მიმდინარეობდა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ის პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ეს ეთნიკური მშვიდობის შენარჩუნებისა და ადგილობრივი რუსების ნამდვილ უკრაინელებად „გარდაქმნის“ შესაძლებლობას ქმნიდა.
მაგრამ 2005 წლიდან (იუშჩენკოს პრეზიდენტობის დასაწყისი) სახელმწიფომ დაიწყო კანონმდებლობის შეცვლა და ენობრივი კვოტების დაწესება მასმედიაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ოფიციალური პირები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმით, რომ უკრაინული ქალაქების ქუჩებში მხოლოდ რუსული ისმოდა. რუსული სკოლები უკრაინის დედაქალაქში ელიტური გახდა, ვინაიდან ოთხმილიონიან ქალაქში ათზე ნაკლები ასეთი სკოლა იყო დარჩენილი. დასავლეთ უკრაინაში განათლება რუსულ ენაზე პრაქტიკულად მთლიანად გაქრა. სახელმწიფო პროპაგანდა ამკვიდრებდა აზრს იმ მოქალაქეთა არასრულფასოვნებაზე, ვინც თავს უკრაინელად მიიჩნევდა (ან უბრალოდ უკრაინაში ცხოვრობდა), „ენა კი ვერ ისწავლა“.
Участники акции национального корпуса против коррупции, 2019 год - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მიმოხილვა: უკრაინაში დემოკრატია მხოლოდ სიტყვითაა
რუსულენოვანი მოქალაქეების უმეტესობამ უკრაინული იცოდა, რადგან უკრაინული ენა უკრაინის სსრ-ის სკოლებში სავალდებულო საგანი იყო. უბრალოდ უპირატესობას ანიჭებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში მშობლიურ ენაზე საუბარს.
რუსულ ენაზე მოსაუბრეთა არასრულფასოვნების თეზისი ამუშავდა. ხალხი იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა. ზოგმა უკრაინულის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო. ზოგმა პროტესტი გამოხატა.
სახელმწიფო კი განაგრძობდა ენობრივი ბარიერების დაწესებას, რითიც მაიდანის რუსულენოვან აქტივისტებსაც კი, რომელთაც თავი დაპატენტებულ უკრაინელებად მიაჩნდათ, განაწყობდა თავის საწინააღმდეგოდ, რადგან ისინი შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს იმის გამო, რომ მათი წვლილი მოსკოვისგან უკრაინის დაშორების საქმეში არ დაფასდა.

შემდეგ – ნაციონალისტებზე

შედეგად – ისედაც ჭრელი უკრაინული ეთნოპოლიტიკური რეალობა კიდევ უფრო დაიქსაქსა.
უკრაინაში მცხოვრები რუსები ორ ბანაკად გაიყვნენ: ნაწილს სურდა რუსეთში ყოფნა, ნაწილი კი ოცნებობდა ისეთი საკავშირო კონსტრუქციის აღდგენაზე, სადაც მოსკოვი არ ჩაერეოდა უკრაინის მართვაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო იქნებოდა რაიმეს აშენება ან ფულის გაღება.
უკრაინელების ერთი ნაწილის აზრით კი, უკრაინას კვლავაც უნდა გაეგრძელებინა ექსპერიმენტები პრეზიდენტების არჩევისას, ვიდრე არ მოიძებნებოდა ის, ვინც „შეიყვანდა მას“ ევროკავშირსა და ნატოში, რის შემდეგაც ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდებოდა. მეორე ჯგუფს სურდა უკრაინის ტერიტორიაზე ეთნიკური ავტარქიის შექმნა, რომელსაც ისინი აღიქვამდნენ მომავალი „უმაღლესი რასის“ ინკუბატორად. კიდევ იყვნენ მაიდანის შეურაცხყოფილი რუსულენოვანი აქტივისტები და „АТО-ს გმირები“, რომლებმაც იგრძნეს, რომ აღარც რუსები იყვნენ და ვერც უკრაინელები გახდნენ.
სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ ფინანსურ-პოლიტიკური დაჯგუფებებისგან შექმნილი ელიტაც დაიქსაქსა, რადგან უკრაინიზაციისთვის ბრძოლამ ეკონომიკის კატასტროფა გამოიწვია.
კიევი არჩევნების წინ  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
უკრაინა ოცდაათი წლის შემდეგ: არჩევანის პრობლემა
ანალოგიურ პრობლემას გადააწყდა საზოგადოებაც. სამუშაო ადგილების სიმწირის, დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო 10 მილიონამდე მოქალაქე მუდმივად საზღვარგარეთ მუშაობს. პესიმისტები 15 მილიონზეც საუბრობენ. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მოსახლეობა დღესდღეობით, ოპტიმისტური შეფასებით, 35 მილიონია, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა უკრაინული ოჯახიდან ვიღაც საზღვარგარეთ იმყოფება.
უკრაინაში ათასობით ისეთი ოჯახიც მოიძებნება, საიდანაც სამუშაოდ საზღვარგარეთ არავინ წასულა და თავს აქაც შესანიშნავად გრძნობს. გასაგებია, რომ ზელენსკის, კუჩმას ან ტიმოშენკოს ნათესავებს სამუშაოდ სადმე გამგზავრება არ სჭირდებათ. აქ საუბარია საშუალო ციფრებზე.
ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთმა უკრაინის მოქალაქეებზე თითქმის მილიონი პასპორტი გასცა (ყირიმს თუ არ ჩავთვლით), უკრაინას კი მიაჩნია, რომ ხუთასზე ნაკლები მოქალაქე დაკარგა.
არადა 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ათასი და ათობით ათასი უნგრული, რუმინული პასპორტი, პოლონელის ბარათი (რომელიც პოლონეთის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიღების უფლებას იძლევა) გაიცემა. უკრაინელები იღებენ იტალიის, პორტუგალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრალიის, კანადის, აშშ-ის მოქალაქეობას.
ოფიციალური უკრაინული სტრუქტურების მონაცემები, რომლებიც ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას აფასებენ, გაზვიადებულია. მაგრამ ყველაზე ოპტიმისტური შეფასებებიც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ უკრაინული საზოგადოება დაშლილია და ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის რესტავრაციის ძალა არ ჰყოფნის.
გარედან დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. უკრაინის კრიზისი გადაულახავია უკრაინის შიდა რესურსის ხარჯზე. მაგრამ ახლო მომავალში გარედან ჩარევაც ნაკლებ მოსალოდნელია. უკრაინის საზოგადოება, მართალია, დაშლილია, მაგრამ სხვადასხვა დაჯგუფების დიდი ნაწილი თანხმდება უკრაინის მომავლის ოპტიმისტურ შეფასებაში. ვიღაცას საკუთარი „მესიის“ მოვლენის იმედი აქვს, ვიღაც დარწმუნებულია, რომ დასავლეთი არ მიატოვებს, ვიღაც რუსეთს ელოდება, მაგრამ, ასე თუ ისე, უკრაინის ბრწყინვალე მომავლის შესახებ ოცნებები ამოუწურავია, უკრაინელების უპირატესობის გრძნობა მეზობლებზე კი არსად გამქრალა.
ვიქტორ ვოდოლაცკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა
ამ ვითარებაში მეზობელი ქვეყნები შეიძლება ჩაერიონ ან უკრაინის მხრიდან მათ წინააღმდეგ დაუფარავი აგრესიის შემთხვევაში, ან უკრაინული მოსახლეობის ნაწილის ასეთივე აშკარა გენოციდის შემთხვევაში (არა აქვს მნიშვნელობა, ეთნიკური ნიშნით, ლინგვისტურით თუ სხვ.).
პრობლემების კონკრეტული ხასიათისა და კონკრეტული ვითარების წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
შესაბამისად, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია უკრაინის დასუსტების, მოსახლეობის შემცირების, პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტრუქტურების დაკნინებისა და საზოგადოების დაშლის ვარიანტი.
მოსახლეობის შემცირება გამოიწვევს გამოსაკვები მოქალაქეების შემცირებას, თავად უკრაინელების მიერ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის საბოლოო განადგურება დღის წესრიგიდან მოხსნის მისი აღდგენის საკითხს, პოლიტიკური ინსტიტუტების დეგრადაცია ახლების შექმნას გაამარტივებს.
ამგვარად, ოცდაათწლიანი უკრაინული კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს გარედან ჩარევას, რომლის გარეშეც ეს ტერიტორია და მისი მოსახლეობა დეგრადაციისთვისაა განწირული. პრობლემა ისაა, რომ მსგავსი ჩარევა შედეგს მაშინ გამოიღებს, თუ ყველა დაინტერესებული ქვეყანა ამას სინქრონულად და შეთანხმებულად გააკეთებს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების შემდეგ, რომლებიც ჯერ არც კი დაწყებულა.
შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ასეთი ჩარევისთვის ხელსაყრელი გარემო შეიძლება ჩამოყალიბდეს უეცრად, მოვლენები კი განვითარდეს სტიქიურად. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მოქნილ ოპერატიულ რეაგირებას ცვალებად გარემოზე.
ასეთ რთულ სიტუაციაში მაქსიმალური ეფექტის მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ განისაზღვრება სტრატეგიული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსების ზღვრული მოცულობა.
ეს, რასაკვირველია, არადამაიმედებელი დიაგნოზია უკრაინის მოსახლეობისთვის. მაგრამ სახარჯი მასალის როლი სხვის პოლიტიკაში მან ოცდაათი წლის წინ თავად აირჩია და მას შემდეგ მუდმივად ამ გადაწყვეტილებას ადასტურებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0