რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა კიევში

© photo: press-service of the Government of Georgiaშარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი
შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი ისაა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მას საერთოდ არ შეუერთდა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან არაფორმალურ შეხვედრაზე 19 აპრილის შეთანხმება განიხილა და დაადასტურა, რომ საქართველო ერთგულია ამ დოკუმენტში არსებული რეფორმების. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 26 ივლისს უარი განაცხადა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პირობაზე და გამოვიდა ოპოზიციასთან შეთანხმებიდან, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით 19 აპრილს გაფორმდა.
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან არაფორმალურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. ყველა ძირითადი მიმართულება, რომელზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში, იქნება საბოლოოდ შესრულებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ მნიშვნელოვანი მხარე ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით საერთოდ არ შეუერთდა ამ შეთანხმებას.
სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
ზურაბიშვილი: შეცდომაა მიშელის შეთანხმების ანულირება დესტრუქციული ძალის გამო
„საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რომლებზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში... ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტები არის შესრულებული. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, იგივე რეფორმები ერთ დღეში, ერთ კვირაში და არც ერთ თვეში არ სრულდება, მუდმივი პროცესია, მუდმივად უნდა იყოს მუშაობა. ამისთვის მზადყოფნა და თანმიმდევრულობა, რომ პროცესი იყოს ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, მკაფიოდ არის გაცხადებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეთანხმებას შარლ მიშელის შუამდგომლობით, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ისახავდა მიზნად, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 19 აპრილს მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებამ განმუხტა ქვეყანაში 2020 წლის ნოემბრიდან არსებული პოლიტიკური კრიზისი.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. მიუხედავად ამისა, „ნაცმოძრაობა“ ექვს ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, პარლამენტში შევიდა, თუმცა ამან კრიზისი ვერ გადაჭრა.
ივლისის დასაწყისში სამი ოპოზიციური ფრაქცია კვლავ პარლამენტის სხდომების ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ხოლო 11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0