„ჩამსვეს საპატრულოს მანქანაში. ბოდიშმა ვერ მიშველა...“ – რა შეემთხვა ნუკი კოშკელიშვილს?

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გულახდილობით გამოირჩევა. ნახეთ რა შეემთხვა მსახიობს.
ნუკი კოშკელიშვილზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის ყველაზე გულახდილი და უბრალო რესპონდენტია ჟურნალისტებისთვის. ყოველგვარი თავდაფასების გარეშე საუბრობს ყოფით, პირად თუ საქმიან საკითხებზე.
ტელეწამყვანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებული ინციდენტი გაიხსენა.
ნუკი იხსენებს, რომ 2011 წელს პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის 400 ლარი გადაახდევინეს.

„ორი წუთით გავაჩერეთ მანქანა მე და მაშინდელმა ჩემმა შეყვარებულმა. პატრულმა რომ შენიშვნა მოგვცა, მე ვიქაჯე. ჩამსვეს საპატრულოს მანქანაში და ჯარიმაც „ამარტყეს“ (იცინის). ბოდიში კი მოვუხადე, მაგრამ კამერებმა დამაფიქსირა და ჩემმა ბოდიშმა ვერ მიშველა. სხვათა შორის, დღესაც ვმეგობრობ იმ პოლიციელებთან და ხშირად დამხმარებიან“, – იხსენებს ნუკი.

მსახიობი ვაჟთან ერთად ამჟამად საქართველოში ისვენებს. მან ქმარი ამერიკაში დატოვა და ახლა მეუღლის მის გვერდით ყოფნას ნატრობს. პოპულარულმა „ინფლუენსერმა“ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო და ახლა თავს კომფორტულად გრძნობს.
ყველა ახალი ამბავი
0