„მუტაცია აწი ნახეთ თქვენ...“ – ნანუკა გულუას კორონავირუსი დაუდასტურდა

© courtesy of Nanuka Guluaნანუკა გულუა
ნანუკა გულუა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. იგი სერიალში მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ შეიყვარა. ნანუკა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ხელმომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.
მსახიობმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე COVID-19-ის ტესტის პასუხი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ვირუსი დაუდასტურდა.
„მეცოდება“ კორონა შენს სხეულში. მუტაცია აწი ნახეთ თქვენ. გისურვებ მის სწრაფ დამარცხებას“, „წარმოვიდგინე რას უზამ კორონას. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ“, „აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი! ეგ მწვანე კუდამოძუებული გაეთრევა მალე!“, „ეს რა დამართნია კოვიდს. მერე კოვიდგადატანილების შეკრება მოვაწყოთ“, „აბა შენ იცი ჩაქოლე“, – უწერენ ნანუკას გამამხნევებელ კომენტარებს.
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნანუკა გულუას მიერ მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლის შესრულების შემდეგ ეს პერსონაჟი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0