მზადება დიდი სლემისთვის თუ ავადმყოფობა? – ბასილაშვილი უინსტონ-სალემს არ ითამაშებს

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე ტურნირზე არგენტინელ კორიას უნდა შეხვედროდა. ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებას, სავარაუდოდ, ავადმყოფობის გამო გამოეთიშა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ-სალემის ტურნირს ჩაეხსნა.
სავარაუდოა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ATP-ს 250-ქულიან ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ბასილაშვილი ცინცინატის „მასტერსს" პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა
29 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 39-ე ადგილს იკავებს, უინსტონ-სალემის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ერთვებოდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ფედერიკო კორია უნდა ყოფილიყო (61). შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. მაგრამ კორია ბასილაშვილის ნაცვლად ფრანგ პიერ ჰუგეს ჰერბერტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ამ ტურნირზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი.
უინსტონ-სალემის ტურნირის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. არ არის გამორიცხული, რომ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მიზეზი სწორედ დიდი სლემის ჩემპიონატს უკავშირდებოდეს და ქართველი ჩოგბურთელი ძალებს ზოგავდეს. ამერიკის ღია პირველობა 30 აგვისტოს დაიწყება, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ბასილაშვილის დასანანი მარცხი – ქართველი ჩოგბურთელი ტორონტოს მასტერსს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 დამარცხდა. დიდი ალბათობით, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობისთვის დაბრუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0