https://sputnik-georgia.com/20210824/abiturientebis-sayuradrebod-gam0ocdebis-centri-informacias-avrcelebs-258226606.html
აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T14:54+0400
2021-08-24T14:54+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181321_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_deb43f7c0cb8cbdaa5e5058e5b51aa5b.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება ხვალამდე ექნებათ, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ.აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
https://sputnik-georgia.com/20210805/erovnuli-gamocdebis-shedegebis-gasachivreba-iwyeba-252514636.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181321_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_27abee66fecd0c630a202e5d357523f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
14:54 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება ხვალამდე ექნებათ, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ.
„ვთხოვთ გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი“, – ნათქვამია განცხადებაში. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.