უსაფრთხოება არჩევნებზე: საარჩევნო უბნების ნაწილის ლოკაცია შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
დადგენილება არეგულირებს საარჩევნო უბნებზე შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადეების გამოყენების წესებს
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. ამის შესახებ საუბარია ცესკოს განცხადებაში.
საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნების მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ცესკო: საარჩევნო კომისიები პრაქტიკულად დაკომპლექტებულია
„ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები.
ცესკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ფართების მოძიება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს; ამ სამუშაოების შედეგად, შერჩეული უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი შეზღუდვები
„ამავე მიზნებით 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. ამასთან საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით, ამომრჩეველი დარჩენილიყო იმავე ლოკაციაზე, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0