ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა – ნაკრებში ხუთი დებიუტანტია

© Georgian Football Federation photo: Georgian Football Federation / FBსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბერში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს გააგრძელებს. აღნიშნული მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელს უხმო.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელები - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მუდმივი ტრავმები და გამქრალი ტალანტები, ანუ ქართული ფეხბურთის წყევლა
აღსანიშნავია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის სანიოლის რჩეულთა სიაში შვიდი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობიდანაა, მათ შორის სამი დებიუტანტია. ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია, ასევე საბა ხვადაგიანი (თბილისის „დინამო“) და ლუკა ლოჩოშვილი (ავსტრიის „ვოლფსბერგერი“). ნაკრების შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდენ გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილიც.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. სანიოლის გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს – ეროვნული გუნდი 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
  • მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), ლაზარე კუპატაძე („დინამო ბათუმი“)
  • მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“), გურამ გიორბელიძე („დინამო დრეზდენი“), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო ბათუმი“), ირაკლი აზაროვი („დინამო ბათუმი“), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“), საბა ხვადაგიანი („დინამო“ თბილისი)
  • ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („სლოვანი“), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“), საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი“ ტულა), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“), მურთაზ დაუშვილი („აპოელი“), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“ ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი)
  • თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“), გიორგი ქვილითაია („აპოელი“), გიორგი ფანცულაია („დინამო“ ბათუმი).
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც სამ შეხვედრაში დაგროვებული ერთი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ჩატარებული სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე შვიდი ქულით ესპანეთის ნაკრებია.
ყველა ახალი ამბავი
0