რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ვოდოლაცკი
ვიქტორ ვოდოლაცკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, განაცხადა ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობა ისწრაფვის მეგობრული ცხოვრებისკენ და კარგ შედეგებსაც მიაღწევს. ასე უპასუხა ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ „Sputnik-საქართველოს“ კითხვას.
ვიდეოხიდი მოსკოვი–მინსკი–თბილისი–კიშინიოვი–ერევანი თემაზე „უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წელი – რა გამოცდილების მიღება შეუძლიათ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს“ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
რუსეთი მზადაა განიხილოს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი
„საქართველოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება სურს. ამაზეა დამოკიდებული, მათ შორის, თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობა და მრავალი ეკონომიკური საკითხი, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეწყდა. დიალოგი, რომელიც ამჟამად დეპუტატებთან და რუსეთთან მუშაობის მსურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან იწყება, შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.
სახელმწიფო დუმის დეპუტატის სიტყვებით, აუცილებელია კავშირების დამყარება განათლების სფეროში. ვოდოლაცკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში იგეგმება დონის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, ასევე ქართველი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების გაგრძელება, რომელთა დახმარებითაც ისინი რუსეთში უფასო განათლების მიღებას შეძლებენ.
2008 წლიდან მოყოლებული რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ე.წ. ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთისა და საქართველოს სპეცწარმომადგენლების გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს.
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
„პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლს ხმა მიაწვდინა – რა უპასუხეს მოსკოვში
ამას წინათ ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. წერილში პარტიის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ღია და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში ორ ქვეყანას შორის მხარეთა ინტერესების რეალურად გათვალისწინების საფუძველზე. ტექსტში მითითებულია ასევე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა და ეხებოდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კეთილმეზობლობის საკითხს. როგორც პარტია ამტკიცებს, გამოიკითხა დაახლოებით 2 მლნ რესპონდენტი და გამოკითხვის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან დიალოგს.
ყველა ახალი ამბავი
0