„მორჩა, საკმარისია!“ – ელისაბედ II შვილიშვილსა და მის ცოლს სასამართლოში უჩივლებს

© AP Photo / Steve Parsonsდედოფალი ელიზაბეტ მეორე
დედოფალი ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ბრიტანეთის მხცოვან დედოფალს მაინც აქვს იმედი, რომ შვილიშვილი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი გონს მოეგებიან.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ თანაშემწეებს პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის წინააღმდეგ სასამართლო განხილვების დაგეგმვა დაავალა, რომლებიც სამეფო კარზე თავდასხმებს არ წყვეტენ, იუწყება გამოცემა The Sun.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
პრინცი ჰარის საიდუმლო წიგნი დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვა?
გამოცემის წყაროს თქმით, დედოფალი „აღშფოთებულია განმეორებადი თავდასხმებით“.
ამასთან, როგორც ტაბლოიდი წერს, ელისაბედ მეორე მზადაა სასამართლოში წასასვლელად, მაგრამ იმედი აქვს, რომ შვილიშვილი და მისი მეუღლე მანამდე გონს მოეგებიან და კონფლიქტს შეწყვეტენ.
„არსებობს მოთმინების ზღვარი. დედოფალსა და მის ოჯახს უკვე ყელში ამოუვიდათ ეს შეტევები <...>. ჰარი და მეგანი მიხვდებიან, რომ შემდგომი თავდასხმები დაუშვებელია“, — აღნიშნა წყარომ.
მისი თქმით, ამ დროისათვის იურისტები კონსულტაციებს მართავენ ცილისწამების საქმეებში ექსპერტებთან.
გარდა ამისა, დედოფლის ადვოკატები გაფრთხილების გაგზავნას აპირებენ კომპანია Penguin Random House-სთვის, რომელიც პრინც ჰარის მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰარიმ გამომცემლობისგან უკვე მიიღო მოზრდილი ავანსი თავისი მოგონებების სანაცვლოდ, რომელსაც ის წერს „არა როგორც პრინცი, არამედ როგორც ადამიანი, რომლადაც ჩამოყალიბდა“.
მეგან მარკლის მამა შვილიშვილების ნახვის უფლებისთვის სასამართლოში იბრძოლებს>>
ბუკინგემის სასახლეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ბრიტანეთის სამეფო კართან საბოლოოდ მას შემდეგ გაფუჭდა, რაც წყვილმა 2021 წლის მარტში სკანდალური ინტერვიუ მისცა ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრის. ინტერვიუში სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის ზოგი წევრის რასისტულ განწყობებზე მიანიშნა. 
ყველა ახალი ამბავი
0