გრავიტაციის წინააღმდეგ: ფიტნესის გურუს წარმოუდგენელი ტრიუკები სოცქსელებს იპყრობს

გამოწერა
ჩინელი ფიტნეს-მწვრთნელი ჰუან ჰაიმუ დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევას და წარმოუდგენლად რთული ილეთების შესრულებას ახერხებს.
ვიდეოჩანაწერებმა, რომლებზეც მისი ვარჯიშებია აღბეჭდილი, უკვე დაიპყრო სოციალური ქსელები - TikTok-ზე ამ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. 
ჰუანის თქმით, ის ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ფიზიკური მომზადების მკაცრი რეჟიმის შერბილებას არ აპირებს. თუმცა ბევრი შიშობს, რომ თუ 33 წლის მწვრთნელმა ასეთი ინტენსიური ვარჯიში განაგრძო, მისი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0