ვაჟა აზარაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - ვიდეო

© AP Photo / Mary Altafferვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 907.665 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 266.962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23.986 პირი (თბილისში - 9.913).
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, 85 წლის ვაჟა აზარაშვილი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა. ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს Facebook-გვერდზე გავრცელდა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 907.665 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 266.962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23.986 პირი (თბილისში - 9.913).
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0