ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობა 2020 წელს ნაკლები აღმოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliამწე სამშენებლო მოედანზე
ამწე სამშენებლო მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
2020 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო სექტორი, სამთომოპოვებითი მრეწველობა და უძრავი ქონება.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულმა მოცულობამ 2020 წელს 572 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7,3%-ით ნაკლებია. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა.
დახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ
ამასთან საწარმოთა კაპიტალში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინეს 28,7 მლნ დოლარი, რეინვესტიციებმა - 500,5 მლნ დოლარი. დანარჩენი თანხა სავაჭრო კრედიტებს და სესხებს.
2020 წელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და აშშ.
ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან (79 მლნ დოლარი), მალტიდან (45,9 მლნ დოლარი), რუსეთიდან (39,2 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

რომელ დარგებში აბანდებენ

2020 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო სექტორი, სამთომოპოვებითი მრეწველობა და უძრავი ქონება.
ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (62,7 მლნ დოლარი), გადამამუშავებელი მრეწველობა (35,5 მლნ დოლარი), მშენებლობა (33,3 მლნ დოლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (10,6 მლნ დოლარი) და ა.შ.
 
ყველა ახალი ამბავი
0