წერილი ციხიდან: რას წერს ზვიადაური დაღუპული კენჭოშვილის ოჯახს

© photo: Akhmeta "Georgian Dream-Democratic Georgia" / FBზურაბ ზვიადაური
ზურაბ ზვიადაური - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური წერილში აღნიშნავს, რომ მას არავის მოკვლა არ სურდა და გულწრფელად ნანობს ჩადენილს.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. დღეს ადვოკატები ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადვოკატების ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა ციხიდან მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის სამძიმარს უცხადებს მათ და აღნიშნავს, რომ გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს.
„მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.
მისი თქმით, ინციდენტისას ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას ბადრაგის თანხლებით დაესწრო
ამასთან მურმანიშვილი ამბობს, რომ ადვოკატთა ჯგუფი გეგმავს გამოკითხოს ყველა მოწმე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაკითხულები, და დაეხმარონ გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენასა და მტკიცებულების მოძიებაში.
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.
დღესვე ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ამ უკანასკნელის სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიებით დგინდება, რომ დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც ნიკოლოზ კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც სხვა პირის მიერ იარაღის გამოყენების წინაპირობა შექმნა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0