რიოს პარალიმპიადის ქართველ ჩემპიონს ტოკიოში აკრედიტაცია ჩამოართვეს

© photo: courtesy of "We Love Judo"ზვიად გოგოჭური
ზვიად გოგოჭური - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
ტოკიოს პოლიციამ გოგოჭური გასულ კვირაში სასტუმროს დაცვის თანამშრომლისთვის ტრავმების მიყენების გამო დააკავა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრების წევრს ძიუდოში ზვიად გოგოჭურს, რომელიც ტოკიოში პარალიმპიადაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა, აკრედიტაცია ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ სასტუმროს მცველისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების გამო დააკავა, იუწყება სატელევიზიო ქსელი Nippon.
ტოკიოს ოლიმპიადისა და პარალიმპიადის ემბლემები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
Japan Today: ქართველმა პარალიმპიელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს მცველი სცემა
ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები ჰანედას აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ქართველი პარალიმპიელები დილით ადრე ძალიან ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში, რისთვისაც მათ სასტუმროს 60 წელს გადაცილებულმა მცველმა შენიშვნა მისცა და სთხოვა, საკუთარ ნომრებში დაბრუნებულიყვნენ. ძიუდოისტმა მას ხელი ჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც მამაკაცს ნეკნი ჩაემტვრა.
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონმა ზვიად გოგოჭურმა პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ ბრალი აღიარა. სპორტსმენმა იაპონია უახლოეს პერიოდში უნდა დატოვოს.
საქართველოს ნაკრების დანარჩენი 15 წევრი გააფრთხილეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ გამეორდეს. ერთ-ერთს სამი დღით ვარჯიში აეკრძალა, რადგან ის შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გოგოჭურთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჩანს, სპორტსმენებმა ალკოჰოლი ერთად მიიღეს.
პარალიმპიადა ტოკიოში 24 აგვისტოს იხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0