ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს ქაბულში თალიბების მოწინააღმდეგე პროტესტანტები გამოვიდნენ

გამოწერა
ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს ქაბულის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი აპროტესტებდნენ თალიბების მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდებას. პროტესტის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ავღანეთის დროშები და ლოზუნგების ფონზე მსვლელობით გადაადგილდებოდნენ ქალაქის ქუჩებში.
„ჩვენ გვსურს კვლავ აღვმართოთ ჩვენი დროშა, არ გვინდა 20 წლით უკან დაბრუნება!“ – განაცხადა აქციის მონაწილე ფარზანამ.
„სამწუხაროდ, მათ ჩვენ წინააღდეგ ძალა გამოიყენეს, დაგვიმტვრიეს სმარტფონები და გვითხრეს, „თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი დროშის აღმართვას“, შემდეგ კი დაამატეს: „წადით და იყავით სახლებში, თქვენ ქალები ხართ და უნდა გრცხვენოდეთ“, – ჰყვება ერთ-ერთი მომიტინგე.
ავღანეთის დროშა თალიბების მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების შემდეგ დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0