https://sputnik-georgia.com/20210820/sapatimroSi-inficirebulebisTvis-aRWurvili-sivrce-moewyo-252634099.html
პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო
პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო
Sputnik საქართველო
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით 18 აგვისტოს მათთვის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T16:18+0400
2021-08-20T16:18+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251527830_0:286:3072:2024_1920x0_80_0_0_0df3b1d29314bc92c789f7ad774ea9ed.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სამედიცინო სივრცე მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური მართვაა.პენიტენციური დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.კოვიდ-ინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის მიზნით მომზადების კურსი დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა.„ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და სხვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, სამსახური აქტიურად მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-პანდემიის გავრცელების პრევენციისა და გამოვლენილი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიმართულებით.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210818/vaqcinaciis-procesSi-arasrulwlovani-msjavrdebulebi-CaerTvnen-252612445.html
https://sputnik-georgia.com/20210813/cixeebshi-msjavrdebulta-naxevarze-meti-vaqcinirebulia-252576581.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251527830_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_b2ebca5c500b911ee7ee1b7b918d7ad9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო
16:18 20.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით 18 აგვისტოს მათთვის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სამედიცინო სივრცე მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური მართვაა.
პენიტენციური დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.
კოვიდ-ინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის მიზნით მომზადების კურსი დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა.
„ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და სხვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამსახური აქტიურად მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-პანდემიის გავრცელების პრევენციისა და გამოვლენილი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიმართულებით.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია.