„თითქოს დიდი მოგზაურობიდან სახლში დავბრუნდი“

© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილი
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
მის ოჯახში ყველა ხელოვნებით ცოცხლობს. ერთ მშვენიერ დღეს ალბათ მასაც უნდა დაეწყო ხატვა. თუმცა ეს მაშინ მოხდა, როცა ყველაზე ნაკლებად მოელოდა, მოხდა სპონტანურად და მოულოდნელად.
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის ისტორიაც იმის დასტურია, რომ ნიჭს, როგორც ჭურჭელში მოქცეულ ჯინს, სამუდამოდ ვერაფერი გააჩერებს, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში თავს გაითავისუფლებს და საოცრებებს ჩაგადენინებს...
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილი
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილი
- ქალბატონო ქეთი, როგორ ფიქრობთ, გენეტიკური მეხსიერება ბევრს განსაზღვრავს?
- როგორ გითხრათ, მე მართლაც მიმაჩნია, რომ გენეტიკური მეხსიერება ბევრს წყვეტს ცხოვრებაში. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი იმ გარემომ განაპირობა, რომელშიც ვიზრდებოდი. საღებავების, პლასტილინის, თაბაშირისა თუ თიხის სუნი დღემდე უზომოდ მიყვარს.
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- ანუ თქვენ ოჯახში ყველა ხელოვანია...
- დიახ, ჩემს ოჯახში ყველა ხატავდა და ხატავს. მამა მხატვარ-დიზაინერი, ბიძა – მოქანდაკე-მხატვარი, ორივე ძმა, დედა, ბაბუა. მე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხოლოდ მაყურებელი და, ზოგადად, ხელოვნების მოტრფიალე გახლდით.
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- მაყურებლის პოზიცია როდის დატოვეთ?
- იზოლაციაში ყოფნამ მეტი დრო გააჩინა. ალბათ ამავე მიზეზით გამოჩნდა ჩვენ გარშემო ამდენი ნიჭიერი ადამიანი. ხატვა ალბათ ისაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა, თანაც, ბავშვებიც გაიზარდნენ, უკვე დიდები არიან და მეტი თავისუფალი დრო მაქვს.
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- როცა ხატვა დაიწყეთ, რას მიხვდით?
- ბევრ რამეს. აღმოჩნდა, რომ ხატვა უზომოდ მყვარებია. ახლა საკუთარ თავს ვეკუთვნი, თითქოს დიდი მოგზაურობიდან სახლში დავბრუნდი. ხატვის სურვილი ჩვეულებრივ მოთხოვნილებად ჩამომიყალიბდა. მეტიჩრობაში თუ არ ჩამითვლით, მეგობრებსაც (განსაკუთრებით მათ, ვისი აზრი და შეფასება ავტორიტეტულია ჩემთვის) თუ მოსწონთ რასაც ვხატავ, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და ნელ-ნელა ვთამამდები.
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- სანამ გათამამდებოდით, პირველი ნახატი გაჩნდა...
- პირველი ნახატი, რომელმაც ხატვის გაგრძელების სურვილი დამიტოვა, შვილიშვილთან ერთად ფერადი ფანქრებით სახატავ რვეულში შესრულებული ნახატი გახდა. როცა ბავშვი წავიდა, მაგიდაზე გაშლილი საღებავები და ფურცლები დარჩა. ჰოდა, მე გავაგრძელე გართობა.
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- რა ხდება ხოლმე შთაგონების წყარო?
- ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: მეგობრის ან ჩემი ძმის საინტერესო ფოტო, მუსიკა, მოსმენილი თუ წაკითხული, კადრი ფილმიდან, რაიმე აზრი, სიზმარი, სოფელში მიტოვებული სახლი...
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- და სტიმულს რა ან ვინ გაძლევთ?
- როცა ახლობლები მთხოვენ ხოლმე დახატვას, ეს თავისებური აღიარებაა. ჩემს შესაძლებლობებში სულ ეჭვი მეპარება ხოლმე, მერე კი მოულოდნელად მოდის ჩემი ძმა, მოაქვს ალბომი, ფუნჯები, საღებავები და ვხვდები, რომ მასაც მოსწონს რასაც ვაკეთებ. ეს ჩემთვის სტიმულია.
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- ალბათ ისიც გენეტიკური მეხსიერების ბრალია, რომ ხატვა თქვენმა შვილებმა, შვილიშვილმა და პატარა ძმიშვილმაც კი დაიწყეს...
- ბავშვები ხომ სულ ხატავენ!.. ისინი უფრო გახსნილები და უფრო თავისუფლები არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში კარგი ადამიანები იქნებიან და საკუთარ ნიჭის თუ გემოვნების ჩამოყალიბებას შეძლებენ. მთავარია, კეთილშობილ ადამიანებად გაიზრდებიან, დანარჩენი ყველაფერი იქნება...
© photo: courtesy of Ketevan Japharidze-Javakhishviliქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან ჯაფარიძე-ჯავახიშვილის შემოქმედება
- ვიცი, საახლობლოს საკმაოდ დიდი „კლანი“ გყავთ, რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ სასიცოცხლო ურთიერთობის ეს ჯაჭვი არ გაწყდეს?
- რა რთული კითხვაა. ალბათ მთელი ცხოვრება ამისთვის ვცხოვრობთ, რომ ვუყვარდეთ და გვიყვარდეს. თუ შვილებსაც ვასწავლით გულისხმიერებას და ურთიერთპატივისცემას, დათმობას, მოთმინებას, ერთმანეთის გაფრთხილებას, ვფიქრობ, ის ჯაჭვიც არ გაწყდება და ცხოვრებაც უფრო საამური იქნება...
 
ყველა ახალი ამბავი
0