მუსლიმებმა აშურა აღნიშნეს: გლოვა და სხეულის გვემა ქარბალაში – ვიდეო

გამოწერა
ერაყის ქალაქ ქარბალაში ასობით ათასი მუსლიმი შეიკრიბა აშურის აღსანიშნავად. გასულ წლებთან შედარებით, ეს მორწმუნეთა ძალიან მცირე რაოდენობაა, ვინაიდან კოვიდ-შეზღუდვებამდე აშურაზე ქარბალაში მილიონობით მუსლიმი ჩადიოდა.
აშურა – წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა. იგი 680 წელს სწორედ ქარბალაში ბრძოლის დროს მოკლეს თავის 72 მხლებელთან ერთად.
სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, შიიტი მუსლიმები ამ დღეს ერთმანეთს კი არ ულოცავენ, არამედ უსამძიმრებენ. ამ დღეს ისინი მსვლელობას აწყობენ და სამგლოვიარო გალობით და სხეულის გვემით აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0