კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.743 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.860 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 677, იმერეთი – 573, კახეთი – 386, შიდა ქართლი – 304, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 297, ქვემო ქართლი – 277, გურია – 120, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38. 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.393 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 440.370-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 59 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.649-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 58.995 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.238 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.188, იმერეთში – 1.045, აჭარაში – 951.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
COVID-19 საქართველოში – 20 აგვისტოს მონაცემები
1.477 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 335 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 26, იმერეთში – 20.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.458 ადამიანი, მათ შორის 1.649 – თბილისში, 1.333 – აჭარაში. 48.299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 72, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51.933 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28.332, აჭარაში – 8.203, იმერეთში – 5.126.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0