კაპიტოლიუმთან საეჭვო ავტომობილი დგას: მამაკაცი აფეთქებით იმუქრება

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, პერიმეტრს იცავენ პოლიციის ოფიცრები, რომლებიც გამვლელებს მოუწოდებენ შეცვალონ მარშრუტი და პოტენციურად საშიშ კვარტალს თავი აარიდონ
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან დანაღმული ავტომობილის საფრთხის გამო რამდენიმე კვარტალი პოლიციამ გადაკეტა, სამართალდამცველები აწარმოებენ მოლაპარაკებებს მამაკავთან, რომელიც კაპიტოლიუმთან აფეთქებით იმუქრება, იუწყება РИА Новости.
კაპიტოლიუმში მომუშავე სამართალდამცველებმა განაცხადეს აფეთქების საფრთხის შესახებ ვაშინგტონის ცენტრში და მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ აღნიშნულ რაიონში შესვლისგან. სამართალდამცველებმა დაიწყეს შეტყობინებების შემოწმება თითქოსდა დანაღმული ავტომობილის შესახებ, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკასთან ახლოს არის გაჩერებული.
როგორც კაპიტოლიუმის პოლიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, ხუთშაბათს დილით უცნობი მამაკაცი შავი ფერის ავტომობილით კონგრესთან გაჩერდა.
ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია, მაგრამ მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
„მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ავტომობილში აქვს ბომბი, ოფიცერმა მის ხელში დეტონატორის მსგავსი საგანი შენიშნა“, - აღნიშნა წარმომადგენელმა.
მან განაცხადა, რომ ახლომდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, კონგრესის თანამშრომლები კი ამჟამად შვებულებებში იმყოფებიან.
„მოლაპარაკებები გრძელდება“, - აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა.
ბიბლიოთეკის გარდა, გადაკეტილია კაპიტოლიუმის ბორცვი და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, პერიმეტრს იცავენ პოლიციის ოფიცრები, რომლებიც გამვლელებს მოუწოდებენ შეცვალონ მარშრუტი და პოტენციურად საშიშ კვარტალს თავი აარიდონ. ჟურნალისტებისთვის გამოყოფილია ცალკე ადგილი, რომელიც საეჭვო ავტომობილისგან ას მეტრში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0