კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.921-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 501.297-ს მიაღწია.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.921 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.948 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 739, იმერეთი – 626, კახეთი – 386, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 276, შიდა ქართლი – 257, ქვემო ქართლი – 254, სამცხე-ჯავახეთი – 147, გურია – 135, მცხეთა-მთიანეთი – 116, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37. 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.471 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 436.977-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 58 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.590-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57.704 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.133 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.153, იმერეთში – 1.036, აჭარაში – 949.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
COVID-19 საქართველოში – 19 აგვისტოს მონაცემები: ანტირეკორდი გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ
1.482 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 320 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 23, იმერეთში – 19.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.555 ადამიანი, მათ შორის 1.737 – თბილისში, 1.298 – აჭარაში. 47.016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54.448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27.989, აჭარაში – 7.875, იმერეთში – 5.115.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.921-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 501.297-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0