ილია მეორემ მორწმუნეებს ფერისცვალება მიულოცა

© Sputnik / STRINGERსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი – ფერისცვალება საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო ლიტურგიით აღინიშნება.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს მაცხოვრის ფერისცვალება მიულოცა და ტაძრებს კურთხევა მისცა, საზეიმო წირვის შემდეგ კორონავირუსით დაავადებულთა გამოჯანმრთელებისთვის ილოცონ.
ფერისცვალების დღესასწაულს მართლმადიდებლები 19 აგვისტოს აღნიშნავენ.
„ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ“, – ნათქვამია კათოლიკოს–პატრიარქის გზავნილში.
ილია მეორემ მონასტრების წინამძღვრებსა და მღვდელმსახურებს კურთხევა მისცა, ყოველი სადღესასწაულო და საკვირაო წირვის შემდეგ გადაიხადონ ჯანმრთელობის პარაკლისი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ კორონავირუსითა და სხვა სენით დაავადებულთა ჯანმრთელობა.
ვარდები - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
საეკლესიო კალენდარი - 19 აგვისტო, ფერისცვალება
მან მორწმუნეებს ასევე მოუწოდა, ყოველდღიურად მთელი გულით და ხშირად წარმოთქვან უფლის სადიდებელი ლოცვა, ასევე წაიკითხონ 117-ე ფსალმუნი.
ფერისცვალება — თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. დღეს საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება და ხილის კურთხევა ხდება.
მორწმუნეებმა ტაძარში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.
ყველა ახალი ამბავი
0