როდის დაიწყება საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია – გაბუნიას განმარტება

© AP Photo / Sakchai Lalitვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ზღვრის დაწევაზე მსჯელობა როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ქვეყანა 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაელოდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან დაიწყება>>
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფი იყოს აცრილი.
„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, იქნება თუ არა სკოლებში 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა სავალდებულო, გაბუნიამ განმარტა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და სავალდებულო არასდროს გახდება. მისივე თქმით, პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, აცრა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გაბუნია: მარტიდან მოყოლებული ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი აცრილი არ ყოფილა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 883.570 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.363 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0