„მოგვეცით იარაღი“: ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობა დასავლეთს დახმარებას სთხოვს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივითარება ავღანეთში
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
თალიბები ვერ აკონტროლებენ პანჯშერის პროვინციას, რომელიც მათ ვერც 25 წლის წინ აიღეს, როდესაც პირველად მოვიდნენ ავღანეთის ხელისუფლებაში.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის პროვინცია პანჯშერის წინააღმდეგობის მეომრები, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს, დასავლეთს მოუწოდებენ, დაეხმარონ მათ იარაღით, ნათქვამია მათი ლიდერის აჰმად მასუდის განცხადებაში, რომელსაც გაზეთი Washington Post-ი აქვეყნებს.
თალიბები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ევროკავშირმა ავღანეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის მზადება დაიწყო
მასუდი, რომელსაც გამოცემა ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერად მოიხსენიებს, „ჩრდილოეთის ალიანსის“ აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია, რომელიც ასევე ებრძოდა თალიბებს.
უმცროსი მასუდის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა „მიატოვეს ბრძოლის ველი“, მაგრამ ამერიკას ჯერ ისევ შეუძლია იყოს „დემოკრატიის დიდებული არსენალი“.
  • „ამ მიზნით ვთხოვ ავღანეთის დასავლელ მეგობრებს, მხარი დაგვიჭირონ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კონგრესისა და ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე, მხარი დაგვიჭირონ ლონდონში, სადაც მე ვსწავლობდი, და პარიზში, სადაც ამ გაზაფხულზე პატივი მიაგეს მამაჩემის ხსოვნას, უწოდეს რა მისი სახელი ელისეს მინდვრებზე ერთ-ერთ ხეივანს“, — აცხადებს ამბოხებულთა ლიდერი.
როგორც მასუდი ამბობს, მის მოწოდებას გამოეხმაურნენ ავღანეთის არმიის მეომრები, რომლებიც პანჯშერისკენ მიემართებიან იარაღითა და ტექნიკით, და ასევე სპეცრაზმის ძალები.
„რაც უნდა მოხდეს, მე და ჩემი თანამებრძოლი მოჯაჰედები დავიცავთ პანჯშერს — ავღანური თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს. ჩვენ ვიცით რაც გველის. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი აღჭურვილობა“, — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სააგენტო РИА Новости-მ ქაბულში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის არმიის მებრძოლები, რომლებმაც უარი თქვეს დანებებაზე, ასევე მარშალ აბდულ-რაშიდ დასტუმის შეიარაღებული რაზმები — სულ დაახლოებით 10 ათასი კაცი, პანჯშერისკენ დაიძრნენ, სადაც წინაარმდეგობის მოძრაობას შეუერთდებიან.
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
„იძულებული ვიყავი“ - ავღანეთის პრეზიდენტმა ხალხს მიმართა
სამხედრო წყაროს ცნობით, ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ამრულა სალეჰის ძალებმა ფარვანის პროვინციის ჩარიკარის რაიონზე კონტროლი დაიბრუნეს. ბრძოლები ახლა პანჯშერის რაიონში მიმდინარეობს.
პანჯშერი — ავღანეთის ურთულესი რელიეფის მქონე პროვინციაა 140 ათასზე მეტი მოსახლეობით. სწორედ იქ იყო ბაზირებული ნატოსა და აშშ-ის ჯარების ძირითადი ძალები.  
აღსანიშნავია, რომ 25 წლის წინ თალიბებმა ვერ შეძლეს პანჯშერის ხეობის აღება. როდესაც ისინი 1996 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. „ჩრდილოეთის ალიანსის“ ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი სწორედ ამ პროვინციაში გამაგრდა და წინააღმდეგობას უწევდა „თალიბებს“. ის ასევე იბრძოდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგაც.
მადრიდში სოლიდარობის ნიშნად შენობები ავღანეთის დროშის ფერებში გაანათეს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
სოლიდარობის ნიშნად მადრიდში შენობები ავღანეთის დროშის ფერებში გაანათეს – ვიდეო
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა, ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ. 
ყველა ახალი ამბავი
0