საქართველოში პენსიონერთა კრედიტების ახალ პირობებზე მუშაობენ

© Sputnik / Goga Vardzieliასაკოვანი მამაკაცი
ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
„ლიბერთი ბანკთან“ 2022 წლის დეკემბრამდე დადებული კონტრაქტი შეწყდება და გამოცხადდება ახალი პირობები, ახალი მოქნილი ტარიფები, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. უწყებათშორისი კომისია პენსიებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იმსჯელებს საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებული ახალი კონკურსის პირობებზე, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ზარქუამ.
კვირის დასაწყისში საპენსიო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც პენსიონერთა საბანკო მომსახურებაზე განაკვეთების შემცირების გზები განიხილეს. კომისიის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის დეპუტატები და მთავრობის წევრები. კომისიას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს.
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
საქართველოში პენსიებს განახლებული საბანკო პირობებით გასცემენ
„კომისია შეუდგა მუშაობას და უახლოეს პერიოდში ისევ შევიკრიბებით, რა დროსაც სატენდერო პირობები და ტექნიკური დავალება იქნება მიღებული, თუ რა პირობებით შეირჩევა უკვე მიმდინარე წელს ახალი გამარჯვებული. ვნახოთ ვინ იქნება, მთავარია, იყოს შესაბამისად მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი, შედარებით დაბალი. საუბარია, რომ ბაზარზე არსებულ პროცენტებთან იყოს ახლოს და არა ძალიან აცდენილი“, – განაცხადა ზარქუამ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია“ (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.
„ჩვენ შევთანხმდით „ლიბერთი ბანკთან“, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო, დროზე ადრე შეწყდება, რათა გამოცხადდეს უფრო ახალი პირობებით, ახალი მოქნილი ტარიფებით, დაბალი პროცენტი და ასე შემდეგ“, – განმარტა დეპუტატმა.
მისი თქმით, ახალი ტენდერი 2021 წლის ბოლომდე გამოცხადდება და მასში ჩაიწერება რამდენიმე აუცილებელი პირობა, რაც ბანკმა პენსიონერების მიმართ უნდა დაიცვას.
„ლიბერთი ბანკის ფილიალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
რას ჰპირდება პრემიერი პენსიონერებს
დღეს საქართველოში დაახლოებით 787,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0