COVID-19 საქართველოში – 18 აგვისტოს მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.532, სულ ჩატარებულია 857.056 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.241 ადამიანი.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.316), გარდაიცვალა – 6.532 (ბოლო 24 საათში – 49), კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.029 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.450 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 56.878 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34.374, PCR–ტესტით – 22.504.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,71%, ბოლო 7 დღის – 11,09%.
სულ ჩატარებულია 857.056 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.241 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0