ვინ ცვლის სამანტას: გავრცელდა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ სიქველის ახალი გმირის ფოტო

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშისარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
სერიალის თაყვანისმცემელთა არმია გაანაწყენა ცნობამ იმის თაობაზე, რომ სამანტას გმირი ფილმის გაგრძელებაში აღარ იქნებოდა, მაგრამ მას შემცვლელი უპოვეს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე გმირის ვინაობა გაამჟღავნა.
როგორც ცნობილია, მაყურებელი დაემშვიდობა სერიალის გმირ სამანტას, ვინაიდან ამ როლის შემსრულებელმა მსახიობმა კიმ კეტროლმა უარი თქვა გაგრძელებაში მონაწილეობაზე.
View this post on Instagram

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)

გადაღებების დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამანტას ახალი გმირები შეცვლიდნენ და ახლა მაყურებელმა უკვე იცის, როგორ გამოიყურება ერთ-ერთი მათგანი.
სარა ჯესიკა პარკერმა თავად გაავრცელა ფოტოები გადასაღები მოედნიდან, რომელზეც ტრადიციულ ტრიოსთან ერთად ნიკოლ არი პარკერიცაა აღბეჭდილი.
„ამ ტრიოსთან ერთად 70-იანების სასიყვარულო სიმღერების შესრულება გვიან ღამემდე შემიძლია“, — მიაწერა სარა ჯესიკა პარკერმა ფოტოს.
რაც შეეხება ნიკოლ არი პარკერს, ის ახალი პერსონაჟის, ლიზა ტოდ უექსლერის — სამი შვილის დედისა და რეჟისორ-დოკუმენტალისტის როლს შეასრულებს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სექსი დიდ ქალაქში“ დიდ ეკრანებზე ბრუნდება, 2021 წლის იანვარში გავრცელდა. მაშინ სარა ჯესიკა პარკერმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა გაგრძელების პირველი თიზერი წარმოადგინეს. მასში ჩანს ნიუ-იორკის კადრები, სადაც ტრადიციულად მიმდინარეობს სერიალის მოქმედებები და ასევე კერი ბრედშოუს სტილის ჩანაწერები — And Just Like That („ისტორია გრძელდება“).
სიქველის შესახებ ჯერჯერობით მცირე ინფორმაცია არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ ახალი სერიები 50 წლის კერის, შარლოტასა და მირანდას ურთიერთობების გარშემო იტრიალებს. პროექტი ათი ეპიზოდისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა 30 წუთია.
ყველა ახალი ამბავი
0