ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / BEN STANSALLლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა და 102,32 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,22%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,17%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,52% მოგებით 106,55 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,28 პუნქტის ფასით, 5,16% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,05%-ით გაიზარდა.
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,09%-ით გაიზარდა 101,62 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,73%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 6,29%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 56,5 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 167 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,4–16,44 ფუნტის დიაპაზონში. 
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 4,66%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 6,51 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 752 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,2–6,62 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,15%-ით გაიზარდა 13,02 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 100 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,78–13,44 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0