პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო გახდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
COVID-19 საქართველოში – ახალი ანტირეკორდი: 17 აგვისტოს მონაცემები
„დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მეოთხე ტალღა დავძლიოთ. პირბადე ჩვენს დაცვაში მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ სულ ვსაუბრობდით", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. 
გართულებული ეპიდსიტუაციის გამო ერთი კვირის წინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, ხოლო დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 10 აგვისტოდან ღია სივრცეებში ხუთზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0