საქართველოში კვლავ მიწისძვრა მოხდა და ისევ სოფელ სამებასთან

© AP Photo / B.K.Banagashსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებიდან ოთხ კილომეტრში იყო. ბიძგების სიმძლავრე 3,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ნინოწმინდიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:47 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 4 კილომეტრ სიღრმეში იყო.
მანამდე კიდევ ერთი მიწისძვრა სოფელ სამებასთან გუშინ 19:56 საათზე მოხდა.
ამ ადგილზე მიწისძვრების სერია დაფიქსირდა 15–16 აგვისტოს. პირველი ბიძგები 15 აგვისტოს 23:42 საათზე მოხდა, შემდეგ მისი სიმძლავრე გაიზარდა და 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 16 აგვისტოს 05:44 საათზე მოხდა, ხოლო რამდენიმე წუთში, 05:51 საათზე 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0