იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ იანუკოვიჩი
ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში უკრაინის მთავარი შეცდომა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარია, განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავს. იანუკოვიჩმა ქვეყანა 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა.
„ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს ოცდაათწლიან ისტორიაში მთავარი შეცდომა იყო არა მომავალში მოტყუებული რუსეთისადმი ნდობა, არამედ მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარის თქმა“, – ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში, რომლის ტექსტსაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მისი სიტყვებით, რუსეთზე უარის თქმამ უკრაინა მიიყვანა საზოგადოების განხეთქილებამდე, სოციალურ არასტაბილურობამდე, ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე, ნაციონალისტური ორგანიზაციების თარეშამდე, ოპოზიციის დევნამდე, რეჟიმისთვის არასასურველი მასმედიის დახურვამდე.
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
მიმოხილვა: უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპიდან შეუტია

საგარეო პოლიტიკის „ვესტერნიზაცია“

უკრაინა დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ინერციამ გადაარჩინა, აღნიშნა იანუკოვიჩმა.
„ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ პირველი წლების (ХХ საუკუნის 90-იანი წლები) განმავლობაში, ვიდრე სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავება მიმდინარეობდა, ჩვენ გადაგვარჩინა ეკონომიკური კავშირების ინერციამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, უმთავრესად კი - რუსეთთან, როგორც ყოფილი სსრკ-ის საერთო სახალხო  მეურნეობის კომპლექსის ცენტრალურ დამაკავშირებელ რგოლთან“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, 90-იან წლებში უკრაინამ „ველური“ კაპიტალიზმი გამოიარა, უკრაინის მრეწველობა განაგრძობდა მჭიდრო კოოპერაციულ მუშაობას რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საწარმოებთან და ახერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას სახსრებით, რომელთა გარეშეც სახელმწიფოს გარდაუვალი სოციალური კოლაფსი ემუქრებოდა“.
სახელმწიფო დუმა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
უკრაინა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტია: დუმაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე გარიგება შეაფასეს
„მოგვიანებით ამ ეკონომიკური კავშირების კვლევა დაიწყეს. ამის მთავარი მიზეზი იყო ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკის თანდათანობითი „ვესტერნიზაცია“, რაც ნაციონალ-პატრიოტებისა და დასავლეთის ზეწოლით ხდებოდა. ამ ტენდენციასა და რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას შორის კომპრომისად იქცა საგარეო პოლიტიკური მრავალვექტორულობა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო გადატრიალების მიზეზები

იგი დარწმუნებულია, რომ კიევისა და მოსკოვის პარტნიორულ ურთიერთობებს აშშ-ში იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნების საფრთხეს და სწორედ ეს გახდა 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი.
„ქვეყანა ცდილობდა თანაბრად ეწარმოებინა დიალოგი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და მუდმივად აწყდებოდა სირთულეებს, რომელთა ფესვები იმალებოდა არა ჩვენს უუნარობაში, მიგვეღწია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისთვის, არამედ გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემებში. რუსეთთან უკრაინის ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთში, ძირითადად აშშ-ში, იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნებას იმ როლში, რომელსაც თავის დროზე სსრკ ასრულებდა“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
პუტინმა დაწერა სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე“
ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, „უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდა და მისი გადაზრდა ოპოზიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის ღია კონფლიქტში მხოლოდ დროის საკითხი იყო“.

რისი შეცვლა შეიძლება

იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხი უკეთ ცხოვრობდა და უკრაინელებს მოუწოდა, ირწმუნონ, რომ ყველაფერი შეიცვლება.
„ამისათვის არც ისე ბევრია საჭირო: საკმარისია ხმა მისცეთ იმას, ვისაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია, ვინც იცის, რა არის ეკონომიკის კანონები, ვინც აფასებს ადამიანის უფლებას, ისაუბროს მშობლიურ ენაზე, იაროს ეკლესიაში, რომელსაც თავის სულიერ სავანედ მიიჩნევს, ვინც ცხოვრობს მოყვასის სიყვარულით და არა სიძულვილით“, – აღნიშნა მან.
ყველა ახალი ამბავი
0