დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აგვისტო

© Pixabay / milito10სიცილია, ეოლიის კუნძულები
სიცილია, ეოლიის კუნძულები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 17 აგვისტოა, სამშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
შესანიშნავი შესაძლებლობები გაჩნდება თვითგამოხატვის, ახალი იდეების წარმოჩინებისთვის. შემოქმედებითი ადამიანები თავს ისე იგრძნობენ, როგორ თევზი წყალში. ინტუიცია სასიამოვნო სიურპრიზებს გვპირდება, ამიტომ საჭიროა მისი ნდობა. ემოციები არ იქნება სტაბილური. შესაძლებელია ურთიერთობების გაჭიანურებული გამორკვევა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 აგვისტო>>
ვერძი: დღეს გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გააბათ პერსპექტიული ნაცნობობა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაცნობობა რომანტიკული ხასიათისა იყოს, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უყურადღებოდა არ დატოვოთ სხვა სახის ნაცნობობაც, იქნება ეს მეგობრული თუ საქმიანი. დღეს გაბმული კავშირები ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს და თქვენს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
შემოდგომა, ცვლილებები და ზოდიაქოს ოთხი ნიშანი – ვის აირჩევს ფორტუნა
კურო: დღეს ნებისმიერი ადამიანის ყურადღების მიპყრობა შეგიძლიათ. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან კავშირებს. იგრძნობთ ენერგიისა და ძალების მოზღვავებას, რაც გაიძულებთ, გამომწვევად მოიქცეთ და ნებისმიერ მოსახერხებელ შემთხვევაში გარშემომყოფების პროვოცირება მოახდინოთ. არაა გასაკვირი, რომ ბევრს ეს არ მოეწონება, ამიტომ არ არის გამორიცხული კონფლიქტი. თუმცა ეს არ ეხება სასიყვარულო სფეროს – საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს თქვენი თავდაჯერებულობა მოხიბლავს. ამიტომ სჯობს, ენერგია ამ კუთხით მიმართოთ და არა ჩხუბსა და კამათზე.
ტყუპი: დღეს სავსე იქნებით ყვენაირი ელფერის ემოციებით, ხოლო ინტუიცია არნახულ სიმაღლეზე იქნება. გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იქნება არა გონებით, არამედ გულით, თუნდაც საქმე სამუშაოს ეხებოდეს. როდესაც არ გყოფნით ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა, მეექვსე გრძნობა გიკარნახებთ, საით არის სწორი გზა. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ ინტუიციას, რომელიც დაგიცავთ შეცდომებისა და იმპულსური ნაბიჯებისგან.
კირჩხიბი: დღეს ყველაფერს „გამადიდებელი შუშით“ დააკვირდებით და ყველაფერს გააზვიადებთ – როგორც კარგს, ისე ცუდს. შედეგად ადამიანებიცა და მოვლენებიც თქვენთვის შავ–თეთრის პრინციპით დაიყოფა – რაღაცას ან ვიღაცას იდეალურად წარმოაჩენთ და რაღაცაში ან ვიღაცაში კი მხოლოდ ნაკლოვანებებს დაინახავთ. ეს თქვენს ახლობლებსაც ეხება. მაგრამ ამას თავისი პლუსიც აქვს – დღეს შეიძლება დაინახოთ ისეთი რამ, რაც აქამდე თქვენთვის შეუმნჩნეველი და დამალული იყო. ეს დაგეხმარებათ ისეთ საქმეებში, რომლებიც ყურადღებასა და დაკვირვებას საჭიროებს.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
ლომი: თქვენი ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული დღეს კაშკაშა ფერებში იქნება წარმოდგენილი, თუნდაც მოვლენები სულაც არ განვითარდეს ამ მიმართულებით. ყოფა და რუტინა მათი ხვედრია, ვისაც არ აინტერესებს ცხოვრება, თქვენთვის კი დღეს ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია. შეძლებთ განწყობის ამაღლებას ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, არ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
ქალწული: დღეს ენერგიით ხართ სავსე და ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ენერგია ყოფით საკითხებზე და სახლის მოწყობაზე მიმართოთ. შემოქმედებითი დამოკიდებულება საქმეებისადმი დაგეხმარებათ, რომ ყველაზე პროზაული რამეებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება, ნამდვილ დღესასწაულად აქციოთ, შექმნათ კულინარიული შედევრი, სახლს ახლებული იერი მისცეთ... და ზოგადად, დღეს ნებისმიერ საქმეში შეძლებთ სხვადასხვა კომპონენტის ძალზე საინტერესოდ შერწყმას და შემოქმედებითი ფანტაზიის წარმოჩენას.
სასწორი: დღეს ვარსკვლავები სასიამოვნო ტონუსში გამყოფებენ და ერთი წუთით არ მოგცემენ მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას. მოახერხებთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას (ან თვითონ, ან ამაში რამე გარე ფაქტორი დაგეხმარებათ). უნდა გამოიყენოთ ეს დღე იმისთვის, რომ რამე ახალი და საინტერესო ნახოთ, შეიგრძნოთ. ეს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება და დაგეხმარებათ იმაში, რომ ჩვეულ საგნებს ან მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოთ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
მორიელი: დღეს დაგეგმილზე მეტი ფული შეიძლება დახარჯოთ. ემოციებზე აყოლილი მზად ხართ, მოულოდნელად, სპონტანურად იყიდოთ ერთი შეხედვით უაზრო რამ. მაგრამ უმრაველს შემთხვევაში ეს ნივთები სასარგბელო და საჭირო აღმოჩნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს ფინანსურ საკითხებში ინტუიცია იქნება გაბატონებული და არა ლოგიკა. მაგრამ მაინც არ ღირს მხოლოდ ინტუიციაზე მინდობა – საჭიროა მაინც თავის დაზღვევა და საყიდლებზე მკაცრი ლიმიტის დაწესება.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი დევიზია „მე თვითონ“. იგრძნობთ მოზღვავებულ პირველყოფილ, სტიქიურ ძალას, თავდაჯერებულობას, რომელიც ყველა ზღვარს სცილდება. ეს დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის ამოცანასთან გამკლავებაში და ამავე დროს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიპყრობაში. მაგრამ აქ ერთგვარი საშიშროებაა – თუ ვინმესთან არშიყს არ აპირებთ, მათ მიმართ, შესაძლოა, მკვახე გამონათქვამები არ დაიშუროთ და ამით სხვების გრძნობები და სიამაყე შელახოთ.
თხის რქა: შემოქმედებითი და არასტანდარტული იდეების „შემოტევა“ გექნებათ. ეცადეთ, თითოეული იდეა კარგად დაიმახსოვროთ, ჩაიწეროთ, რადგან ისინი მომავალში შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. ზოგადად, დღეს წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმე და გეგმა, რომელშიც შემოქმედებითი დეტალები და არასტანდარტული დამოკიდებულება გამოვლინდება. მთავარია, თქვენს ფანტაზიას ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნათ.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: დღეს ოცნებებისა და ფანტაზიის დღეა. თუ ბევრი რამის მიღწევა გინდათ, ხანდახან ჩვეულ ჩარჩოებს უნდა გასცდეთ და ოცნებები „თავის ნებაზე მიუშვათ“. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ იოცნებოთ მომავალზე, დაამუშაოთ არასტანდარტული და შეიძლება ფანტასტიკური სვლებიც – დროთა განმავლობაში ამ ერთი შეხედვით განუხორციელებელი ჩანაფიქრებიდან შეიძლება ბევრი რამ რეალობად აქციოთ.
თევზები: უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რამე სიახლე შეიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გაარღვიოთ რუტინის ჩაკეტილი წრე და გააკეთოთ რაღაც „ისე არა“ და „არა იმ დროს“. თქვენი ნებისმიერი უჩვეულო წამოწყება იღბლიანი იქნება და მნიშვნელობა არა აქვს, რაზეა საუბარი: ცხოვრების შეცვლის მცდელობაზე, თმის შეღებვაზე თუ უბრალოდ, გზის მარშრუტის შეცვლაზე. ექსპერიმენტების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. და თუ ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, თქვენი ცხოვრებაც უცვლელად წარიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0