ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა

© photo: Sputnik / Pool / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღი რამდენჯერმე გადასწია, პროცესი მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ამერიკელების უმეტესობა არ იწონებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოქმედებას ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების სფეროში, რასაც სოციოლოგიური კვლევების კომპანია Trafalgar Group-ის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
„შერცხვენილი უნდა წავიდეს“: დონალდ ტრამპი ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებს
გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიმდინარე წლის 14-15 აგვისტოს და მასში 1084-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 2,98%-ს შეადგენს.
შეკითხვაზე „როგორ აღწერდით, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში“, გამოკითხულთა 59,5%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ იწონებს, ხოლო 9,8% — არ იწონებს.
ამასთან გაირკვა, რომ ბაიდენის მოქმედებას ავღანეთში დადებითად აფასებს 12,4%, კატეგორიულად იწონებს — 10,7%.
რესპონდენტთა 7,5 პროცენტს აზრის გამოხატვა გაუჭირდა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში არ ზუსტდება, პრეზიდენტის კონკრეტულად რომელ ნაბიჯებზეა საუბარი.
კვლევამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის სამხედო ოპერაციებს ავღანეთში ნეგატიურად აფასებს დემოკრატიული პარტიის მომხრეთა 48,2%, დადებითად — 39,8%.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის: ვრცელდება ერთობლივი განცხადება
რესპუბლიკელებს შორის ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ნეგატიური — 88,8%, დადებითი — 7,1%.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო თალიბებთან კატარის დედაქალაქ დოჰაში. 2020 წლის თებერვალში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღთან დაკავშირებით. მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია და საბოლოოდ კვირას, 15 აგვისტოს უომრად შევიდა დედაქალაქ ქაბულში. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0