ტრაგედია საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში: კოვიდ-პაციენტი მეოთხე სართულიდან გადახტა

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მეოთხე სართულის ფანჯრიდან თვითონ გადახტა, როდესაც საკუთარი შვილის სიკვდილის შესახებ გაიგო.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ტრაგედია მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. 70 წლის მამაკაცი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მეოთხე სართულზე მდებარე პალატის ფანჯრიდან გადმოხტა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
მამაკაცი ჩხობაძის სახელობის კლინიკაში სამი დღის წინ კორონავირუსის დიაგნოზით მოხვდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა წინა ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე ის მეოთხე სართულიდან გადახტა. 
მართალია, მამაკაცი პალატაში მარტო არ იმყოფებოდა, მაგრამ, თვითმხილველების თქმით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მისი შეჩერება ვერ მოასწრეს. 
ექიმები ვარაუდობენ, რომ მამაკაცის ასეთი საქციელის მიზეზი შესაძლოა ოჯახში მომხდარი ტრაგედია გამხდარიყო – მისი შვილის სიკვდილი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
ყველა ახალი ამბავი
0