როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები: მინისტრის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან აამოქმედა ახალი შეზღუდვები, რომლებიც 4 სექტემბრამდე გასტანს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. გვაქვს მოლოდინი, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები საკმაოდ დადებით დინამიკას მოგვცემს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება>>
საქართველოში 14 აგვისტოდან ამოქმედდა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ქალაქებში. შეზღუდვა არ შეეხო საქალაქთაშორისო მიმოსვლას.
ტიკარაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ ქვეყანაში ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება.
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
როდის განახლდება სწავლის პროცესი სკოლებში: ტიკარაძის განმარტება
„ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მოძრაობას, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, რადგან არ იყო ამის საჭიროება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნასაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:
  • შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;
  • აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.
ყველა ახალი ამბავი
0