ვაშინგტონთან სამხედრო ბაზაზე უცხო პირმა შეაღწია

© AP Photo / Hoshang Hashimiამერიკელი სამხედროები
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
სამხედრო ბაზაზე უცხო პირის შეღწევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ტერიტორია ჩაიკეტა. ამჟამად საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ვაშინგტონის რაიონში მდებარე ამერიკულმა სამხედრო ბაზაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მის ტერიტორიაზე შეაღწია. წერს РИА Новости.
მამაკაცის დაკავების შემდეგ გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გამოცხადდა.
„ანაკოსტია-ბოლინგის გაერთიანებულ ბაზაზე (Joint Base Anacostia-Bolling) შეიარაღებული პირის არსებობის საფრთხე მოხსნილია. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ვაშინგტონის პოლიციას გადაეცემა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბაზის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის გამო ბაზის ტერიტორია ჩაიკეტა, ტერიტორიაზე მყოფ პირად შემადგენლობას უსაფრთხო ადგილას თავის შეფარებისკენ მოუწოდეს.
ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველი, ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0