„მივდივარ ვაქცინაციაზე“ - აჭარაში უფასო ავტობუსები ამუშავდა

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი ბათუმში
ავტობუსი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
უფასო ავტობუსები იმოძრავებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტამდე და რესპუბლიკურ საავადმყოფომდე, სადაც აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის მიუხედავად, აცრის მსურველები რაიონებიდან ბათუმის კლინიკებამდე მისვლას უფასო ავტობუსებით შეძლებენ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქალაქის მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება მოხდება: დეტალური ინფორმაცია
უფასო ავტობუსები იმოძრავებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტამდე და რესპუბლიკურ საავადმყოფომდე, სადაც აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
ვაქცინაციის ცენტრებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება გონიოდან, მახინჯაურიდან და ხელვაჩაურიდან.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის სულ ჩატარდა 767.882 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 229.236 ადამიანი. 13 აგვისტოს 26.524 ადამიანი აიცრა.
 
ყველა ახალი ამბავი
0