შემოდგომა, ცვლილებები და ზოდიაქოს ოთხი ნიშანი – ვის აირჩევს ფორტუნა

© Pixabay / Vladimir163rusლიანდაგი
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ 2021 წლის შემოდგომა – წლის საკმაოდ რომანტიკული პერიოდი – ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი იქნება ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუ რატომ, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლები შემოდგომის სეზონზე მიიღებენ დიდ შანსს, რომ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს ნიშნებია:
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო>>
ქალწული: ვარსკვლავები საოცარი მომხიბვლელობით დაგაჯილდოებენ. ამის წყალობით შეიძენთ ახალ მეგობრებს. ისინი, თქვენი ქარიზმით მოჯადოებულები, მიგიწვევენ პერსპექტიულ პროექტებში. ზოგიერთი თქვენგანი კი თავის მეორე ნახევარს იპოვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მშვილდოსანი: ვარსკვლავები თქვენ გვერდით დგანან და მხარს გიჭერენ. მაგრამ თქვენც მოგიწევთ შრომა, რომ სასურველს მიაღწიოთ. ექსპერტები გირჩევენ, გახდეთ მეტად ამბიციური, შრომისმოყვარე და ამ შემთხვევაში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება .მეორე ნახევრის პოვნის ყველაზე დიდი ალბათობა სექტემბერში გაქვთ, ხოლო საქმეებში წარმატებების მიღწევის – ოქტომბერსა და ნოემბერში.
თხის რქა: მართლაც ზღაპურლი შემოდგომა გელოდებათ. ყველაფერი მშვენივრად იქნება როგორც პროფესიულ, ისე სასიყვარული სარბიელზე. ზოგიერთი თქვენგანი იპოვის თავის ნამდვილ მოწოდებას და ბედნიერი გახდება მას შემდეგ, რაც ადამიანების მხრიდან აღიარებას მიიღებს. ზოგიერთს კი ახალი მგზნებარე ურთიერთობების დაწყება ელოდება.
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები>>
მერწყული: მერწყულებს პროფესიულ საქმიანობაში არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. მოახერხებთ წარმატების „ტალღის“ დაჭერას და მატერიალური მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებას. თუმცა სიფრთხილე გმართებთ ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან როდესაც თქვენი კეთილდღეობის შესახებ გაიგებენ, ნაცნობები საეჭვო პროექტებს შემოგთავაზებენ. ამ წინადადებებზე უარი უნდა თქვათ.
ყველა ახალი ამბავი
0