„მალე მონსტრებად უნდა ქცეულიყვნენ“: მამამ ორი შვილი გველის დნმ-ის შიშით მოკლა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პოლიცია
აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
შეთქმულების თეორიის მომხრე 40 წლის მამაკაცს სჯეროდა, რომ მისმა ცოლმა ორი წლის ბიჭუნასა და ათი თვის გოგონას გველის დნმ გადასცა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. კალიფორნიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი — ორი წლის ბიჭუნა და ათი თვის გოგონა მოკლა იმის შიშით, რომ მალე ისინი მონსტრებად უნდა ქცეულიყვნენ, იუწყება ტელეარხი CNN.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მეთიუ ტეილორმა საკუთარი თავი დააჯერა, რომ მისმა ცოლმა შვილებს გველის დნმ გადასცა, რის გამოც ბავშვები მალე ურჩხულებად იქცეოდნენ და „ამიტომ ვალდებული იყო, დაეხოცა ისინი“.
​როგორც მან განუცხადა სამართალდამცველებს, შვილები სპეციალურად გაიყვანა აშშ-დან მექსიკაში და ისინი წყალქვეშა სანადირო თოფით მოკლა.
„ვიცოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო მსოფლიოს გადასარჩენად“, — უთხრა მან სამართალდამცველებს, რომლებმაც მკვლელი მამა მექსიკიდან აშშ-ში დაბრუნებისას დააკავეს.
ამ დროისათვის ტეილორი საპატიმროშია და ამ დღეებში წარდგება ლოს-ანჯელესის საოლქო სასამართლოს წინაშე.  
როგორც ტელეარხი განმარტავს, ტეილორი იმ კონსპიროლოგიური თეორიის მომხრე იყო, რომლის თანახმადაც უცხოპლანეტელები ფარულად მართავენ მსოფლიოს და საკვანძო თანამდებობები უჭირავთ მთავრობებში, საბანკო სფეროებსა და ჰოლივუდშიც კი.
ყველა ახალი ამბავი
0